суббота, 27 октября 2018 г.

გაკვეთილის გეგმა


                         გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი,გვარი   - ნანა ტლაშაძე
საგანი  - მათემატიკა
სწავლების საფეხური - საშუალო
მოსწავლეთა რაოდენობა  - 24
გაკვეთილის თემა:   მონაცემთა კლასიფიკაცია და ორგანიზაცია
 გაკვეთილის მიზანი: 
მოსწავლეებმა შეძლონ:  ისტ-ის გამოყენებით
მონაცემთა წარმოდგენა სიხშირეთა ცხრილებით, ფარდობით სიხშირეთა ცხრილებით, სიხშირული პოლიგონის, ოგივას , დაგროვილ ფარდობით სიხშიორეთა,  ფოთლოვანი ღეროს მსგავსი,  წერტილოვანი , ხაზოვანი, სვეტოვანი დიაგრამებისა და  ჰისტოგრამის საშუალებით 
( მათთვის ხელსაყრელი  ფორმით)
გაანალიზონ  და დაასაბუთონ თავისი არჩევანი.

მათ.XI.13
XI კლასი
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა  წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი ინტერპრეტაცია.

ინდიკატორები
        ირჩევს მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმებს, ასაბუთებს თავის არჩევანს, აგებს და განმარტავს ცხრილებს/დიაგრამებს (მათ შორის ინტერვალთა კლასებად დაჯგუფებული მონაცემებისათვის);
        ადგენს სიხშირეთა განაწილებას, წარმოადგენს მას გრაფიკული ფორმით
        ერთი გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს განსხვავებული გრაფიკული ფორმით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს;




აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეტოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო(წთ)
1
საშინაო დავალების შემოწმება
  კითხვა- პასუხი
მთელი კლასი
საშინაო დავალების  რვეული
3
2
წინარე ცოდნის გააქტიურება
კითხვა- პასუხი
მთელი კლასი
სახელმძღვანელო, ცარცი , დაფა
5
3
ახალი მასალის ახსნა (პრეზენტაცია)
კომპიუტერულ ლაბორატორიაში   მონაცემების სიხშირეთა ცხრილების, ფარდობით სიხშირეთა ცხრილების და სხვადასხვა სახის დიაგრამების წარდგენა  მასწავლებლის მიერ საპრეზენტაციო ფაილის გამოყენებით
მთელი კლასი
საპრეზენტაციო  ფაილი
7
4
საკლასო მუშაობა
კომპიუტერის გამოყენებით მონაცემების წარდგენა  განსხვავებული გრაფიკული ფორმით
ინდივიდუალური
კომპიუტერი
15
5
შეჯამება
მოსწავლეები დიაგრამებზე დაკვირვების შედეგად თვალნათლივ დაინახავენ მონაცემების წარდგენის მათთვის მისაღებ (ხელსაყრელ) ხერხს. სვამენ შემაჯამებელ კითხვებს, ადარებენ , აღმოაჩენენ მსგავსებას და განსხვავებას  და გამოთქვამენ ვარაუდებს, ასაბუთებენ არჩევანს.
მთელი კლასი
კომპიუტერი
10
6
გასასვლელი ბილეთი
მოსწავლეები  ავსებენ გასასვლელ ბილეთებს
მთელი კლასი
გასასვლელი ბილეთი
4
7
შეფასება
განმავითარებელი
ინდივიდუალური
 განმავ. შეფასების რუბრიკა
1





1 комментарий:

  1. თქვენი რუბრიკა ამოწმებს ბავშვის ცოდნის დონეს.

    ОтветитьУдалить