სასწავლო პროექტი





1. პროექტის სახელწოდება: საქართველის მოსახლეობის დამოკიდებულება კომპიუტერული    თამაშებით უზომოდ გატაცების მიმართ.

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა გააცნობიერონ კომპიუტერული   თამაშების დადებითი და უარყოფითი შედეგები.

3. პროექტის აქტუალობა:   მოსწავლეები დროის უმეტეს ნაწილს უთმობენ  კომპიუტერულ თამაშებს, რომელსაც ხშირად არასასურველ  შედეგებამდე მივყავართ, მოსწავლეებს გაუჩნდებათ სწორი წარმოდგენა აღნიშნული პრობლემის მიმართ  და პროექტი დაეხმარება მათ დროის ეფექტურად გამოყენებაში.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ სწორი დამოკიდებულება  კომპიუტერულ თამაშებთან დაკავშირებთ.
ისტ-ის გამოყენებით თვალნათლივ დაინახავენ გამოკითხულთა დამოკიდებულებას კომპიუტერული   თამაშების მიმართ.
5. მონაწილეთა ასაკი:  XI კლ

6. ვადები/ხანგრძლივობა: 1  კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:   მოსწავლეები ინფორმაციის მოპოვების და  დამუშავების შემდეგ  ისტ-ის გამოყენებით მონაცემებს წარმოადგენენ ხელსაყრელი ფორმით.(ცხრილები, სვეტოვანი ,წერტილოვანი,ხაზოვანი დიაგრამები, ჰისტოგრამა და ა . შ) შეაჯამებენ და გააკეთებენ დასკვნას.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ადამიანური რესურსები, კალამი,  ფურცლები,ფორმატი,
კომპ. ტექნოლოგიების გამოყენება
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. ჯგუფების შექმნა
2. როლების განაწილება
3. ინფორმაციის შეგროვება
4. დაჯგუფება რაიმე ნიშნით(დამუშავება)
5. ისტ-ის გამოყენებით მონაცემების წარმოდგენა ხელსაყრელი ფორმით (ცხრილები, სვეტოვანი ,წერტილოვანი,ხაზოვანი დიაგრამები, ჰისტოგრამა და ა . შ)
6.  შეჯამება, დასკვნის გაკეთება

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   მათემატიკა, ისტ-ი.

11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნანა ტლაშაძე

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tlashadzen@gmail.com

13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:nanatlashadse.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий